გუშინდელი აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ კომენტარი გააკეთა ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც ის თვეების განმავლობაში საუბრობდა. მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ხნს განმავლობაში მხარს უჭერდნენ მას და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ყველაფერი გამოაშკარავდა.
ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც “რუსთავი2”-ზე გავიდა, საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება ექნება.
“ეს არის ის, რასაც მე ვიძახი 10 თვეა. ესენი ხელს აფარებენ მკვლელებს და თვითონ არიან დამნაშავეები. უნდა გადადგეს ხელისუფლება! აქციები გრძელდება და იმედია საზოგადოება გვერდით დაგვიდგება”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც საპატიმროშია ჩაწერილი და რომელშიც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულის, მირზა სუბელიანის ხმაა ჩაწერილი.