კიევში უკრაინის ავტოკეფალიისთვის ილოცეს. სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლის განცხადებითაც, უკრაინა პატივისცემით მოეპყრობა იმ მორწმუნეებსა და მღვდელთმსახურებს, ვინც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის მრევლად დარჩენას გადაწყვეტას. ინიფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
მორწმუნეებს სიტყვით კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მიმართა. მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გარეშე, დამოუკიდებელი უკრაინაც ვერ იარსებებს.
შეგახსენებთ, მსოფლიო საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გააუქმა იმ ბრძანებულების მოქმედება, რომლითაც XVII საუკუნეში კიევის მიტროპილია მოსკოვს დაექვემდებარა. ამით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო.