ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად, გასართობად. მე, პირადად, ვაპირებ იქ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად ერთად მისვლას, – ამის შესახებ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, ის 20 ოქტომბერს დაუმორჩილებლობის აქტს ჩაიდენს.
“20 ოქტომბერს ასევე ჩავიდენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, თუმცა, ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ.
ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად, გასართობად. მე, პირადად, ვაპირებ იქ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად ერთად მისვლას.
მინიმუმ, ვისაც აინტერესებს, თუ მართალა სერიოზულია შსს-ს განცხადება, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ შსს-ს განცხადება არის მართლაც სერიოზული“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. შსს-მ “გირჩი” გააფრთხილა.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას .
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, პოლიციის ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა.
შესაბამისად, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.
“გირჩის” ინიციატივით, 20 ოქტომბერს დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს გაიმართება, სადაც მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ.