“იმ “ოცნებამ”, რომლის მხარდამჭერიც თქვენ ხართ, შეისისხლხორცა ის მოსამართლეები, ვისი გადაწყვეტილელების გამოც გარეთ ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა. უვადოდ დანიშნეს ისინი. ხშირად რომ გადავხედოთ, მათ პარტიულ თანამდებობებზე, დეპუტატის საკმებზე ვინ უზიან? იმ ძველი ხელისუფლების დროინდელები, ხო? ამიტომ, შესაბამისად, აღარ მიჩნდება ის კითხვები, რაზეც ახლა თქვენ გააკეთეთ აქცენტი. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლულ ბიჭებზე, უსამართლო გადაწყვეტილებებზე, სულხან მოლაშვილის ერთი მაგალითი მეყოფა მარტო, მისი მოსამართლე უვადო მოსამართლე გახდა. ვისთან გაქვთ პრეტენზია?”, – ასე მიმართ გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ისტორიკოსს გიორგი ოთხმეზურს, რომელიც სტუდიაში ხელისუფლების მხარდამჭერის სტატუსით იმყოფება.
იტვირთბა....