ამერიკული რესტორნების ქსელი “დანკინი” ყავის ბაზრის ლიდერობას არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქართულ ბაზარზეც გეგმავს და რებრენდიგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე ერთგული მომხმარებლებისთვის ყავის ახალ პროდუქტს – ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით შეთავაზებას ახდენს.
“დანკინ დონატსმა” საფირმო პროდუქტის – დონატის კომპანიის დასახელებიდან ამოღებისა და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების მიზნების შესახებ განცხადება ახლახანს გააკეთა. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით – “დანკინით” სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარდგება.
როგორც “დანკინის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ განაცხადა, რესტორნების ქსელი გაფართოებას გეგმავს და საზოგადოებაში კომპანიის რებრენდიგი მეტ ინტერესს იწვევს.
“ამერიკულმა რესტორნების ქსელმა “დანკინმა”, მიზნად დაისახა მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება “დანკინ დონატს” ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენთ. რეალობა კი განსხვავებულია. “დანკინის” გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩებზე და 25% დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულობაზე. “დანკინის” ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღმოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია” – აცხადებს “დანკინის” გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
შეგახსენებთ, რომ “დანკინი” ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა”, “დანკინ დონატსის” ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით “დანკინი” უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოშო “დანკინის” 21 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 3 ფილიალის გახსნას გეგმავს.