არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ვაშაძე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა,  საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას, რომ ეს საქციელი გასაკვირი მათგან არაა.

გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით – მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წაროიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....