ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კბილები დამიხეხეს, ვეღარ ვლაპარაკობ და უცებ შეწყვიტეს მომსახურება”: ქობულეთში 150-მდე დაზარალებული აქციას მართავს

ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში, ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა, შემდეგ კი მომსახურება შეუწყვიტა.

“კბილები დამიხეხეს, ვეღარ ვლაპარაკობ და უცებ შეწყვიტეს მომსახურება, იმალებიან, ახლა იძულებული ვარ სხვაგან ვიმკურნალო”, – ამბობს ერთ-ერთი პაციენტი ვაჟა გაბაიძე, რომლის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და იკითხებიან მოწმეები. მისი თქმით, კლინიკას მფარველი ჰყავს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოგვაწერინეს ხელი კლინიკამაც და ბანკის წარმომადგენელმაც, 3-დან 6 ათას ლარამდე გვაქვს აღებული განვადება, ბანკი გვთხოვს თანხას კბილები კი ძველი კბილები აღარ გვაქვს, ეს კლინიკაფაროსანაა“, -ამბობს დაზარალებული გურამ მიქელაძე.

დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

იტვირთბა....