აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმების შემდეგ შექმნილი ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა შეშფოთებას აშშ-ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ შექმნილი ესკალაციის გამო.

„თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანზე თავდასხმებით დაწყებულ პროცესს. ინტერვენციები თუ გაგრძელდება, მათ შეიძლება,  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობას. დიალოგის პლატფორმის შესაქმნელად ჯერ კიდევ შესაძლებელია ზომების მიღება და ჩვენი მშვიდობაზე ორიენტირებული ძალისხმევა გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და უფრო ფართო რეგიონულ და გლობალურ საკითხებზეც ისაუბრეს.

განცხადების თანახმად, ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე ერთგულება დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ყველა სექტორში, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიაში და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის წინსვლისკენ ნაბიჯები გადაიდგმება.

იტვირთბა....