აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ისრაელ კაცი – „ჰეზბოლას“ თავდასხმები თუ გაგრძელდება, ლიბანი „სრულ ფასს“ გადაიხდის

„ჰეზბოლას“ თავდასხმები თუ გაგრძელდება, ლიბანი „სრულ ფასს“ გადაიხდის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელ კაცის თქმით, ბეირუთმა ვერ შეასრულა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების განიარაღების ვალდებულება, როგორც ეს 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

„თქვენ აიღეთ ვალდებულება, დაიცვათ შეთანხმება და განაიარაღოთ „ჰეზბოლა“ და ეს არ ხდება. იმოქმედეთ და მიიღეთ ზომები, სანამ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, – წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნისადმი გაგზავნილ წერილში.

ისრაელ კაცის თქმით, ისრაელი არ დაუშვებს ლიბანის ტერიტორიიდან თავის ჯარებზე ან თემებზე თავდასხმებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია არ მოხდება.

ამასთან, როგორც „სქაინიუსი“ წერს, მანამდე „ჰეზბოლამ“ ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ისრაელის ქალაქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....