არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“28 ოქტომბერს არავინ არ უნდა დარჩეს სახლში”

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში-თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

“28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი- უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოდ ვის მისცეთ ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენთაგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად- ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორეს მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ არ უნდა დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს. გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო სალომე”. – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....