ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ არის ქალი, რომელმაც ლონდონის მაღაზიებში £16 მლნ დახარჯა

აზერბაიჯანელმა ქალმა ზამირა ჰაჯიევმა 16 მლნ გირვანქა სტერლინგი ლონდონის მაღაზიებში დახარჯა. ის ამ ფაქტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ანტიკორუფიული განყოფილების ინტერესის საგანი გახდა.

როგორც BBC წერს, 55 წლის ქალი საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლია. მან 15 მლნ გირვანქასტერლინგი დახარჯა ლონდონის მაღაზიებში და შეიძინა გოლფის მოედანი, ასევე სახლი პრესტიჟულ უბანში.

ახლა მას მოუწევს განუმარტოს სასამართლოს, საიდან აქვთ ამდენი ფული გამომუშავებული მას და მის მეუღლეს. ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ ყველაფერი კანონიერია და ისინი უდანაშაულონი არიან.

 

იტვირთბა....