რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს.
„ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატო-სა და საქართველოს წვრთნებზე. ეს მანევრები ჩვენ საზღვრებთან იმართება. ჩვენს მივიღებთ შესაბამის ზომებს“ – ამბობს კარასინი.
რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია ასეთი ლაბორატორიის რუსეთის საზღვრებთან არსებობს და ამ საკითხს რუსული მხარე გაეროში დააყენებს.