aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი შესაძლოა ევროსაბჭოდან გარიცხონ: “კაბინეტი ვალდებული იქნება ეს გააკეთოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორ იაგლანდი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვოს, – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრი ალექსეი გონჩარენკო წერს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების ყველაზე აქტიური მომხრეა, განაცხადა, რომ „საკმაოდ ნათელია, რომ რუსეთი საერთოდ დატოვებს ევროპის საბჭოს“, – წერს გონჩარენკო.

იაგლანდის თქმით, მომდევნო წლის ივნისში რუსეთი შესაძლოა, ევროპის საბჭოდან გარიცხონ.

„ტორბიორნ იაგლანდის თქმით, ივნისში, როდესაც შესრულდება 2 წელი იმ დღიდან, რაც რუსეთი საწევრო გადასახადებს არ იხდის, მინისტრთა კაბინეტი ვალდებული იქნება რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხოს“, – წერს გონჩარენკო.

იტვირთბა....