გადაცემაში „360 გრადუსი“ „ომეგა 2″-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე სენსაციურ განცხადებას აკეთებს. იგი ადასტურებს ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს. მისი თქმით, მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი, რომელმაც თქვა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. მიზეზი – 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანება. მისი თქმით, „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა.
“ამის შემდეგ ყიფიანმა დაიწყო ზეწოლა, რომ მათ იმაზე უარესს უზამდნენ, თუ თანხას არ გამოიტანდნენ” – ქურდაძე ყიფიანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, ბიძინა ივანიშვილთან უნდა მიეტანათ.
“ის გვაშანტაჟებდა, რომ ფული აუცილებლად მიგვეტანა. ფიზიკური შეურაცხყოფა – როგორც თვითონ ამბობდა. პირადად ჩემთან აქვს მონაყოლი, ნათქვამი, ყველაფერი დეტალებში. ყვებოდა თუ როგორ მივიდა, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ საღამოსაც იყო მოსული, პირადად ვნახე ყიფიანი მართლა ნაცემი იყო. შუბლზე ჰქონდა დიდი წითელი ზოლი და სახეზეც ეტყობოდა ნაცემი რომ იყო. ის ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. ის ამბობდა, რომ ეს ფული უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მისი სიტყვები და არა ჩემი“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.
„პირველ დღეს მივედით დაახლოებით 14:00 საათზე, მეორე დღეს, როდესაც თანხის ნაწილი გამოვიტანეთ, 781 000 დოლარი, 40 წუთში გამოვიტანეთ ის თანხა. პირველ დღეს, სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს, რეკავდა, ამბობდა, რომ ჩვენი წასვლა იქიდან არ შეიძლებოდა და როდესაც 18:00 საათი გახდა, ვუთხარით, რომ აღარაფერი მუშაობდა, აღარც სალარო, აღარც ოპერატორები და ვერავინ ვეღარ მოგვცემდა ფულს – არა მოიცადეთ! საბოლოოდ ეს ფული გაიცა ფიზიკური პირების მომსახურების სექციიდან, ფაქტიურად დახურულ ბანკში“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც “ომეგა ჯგუფის” ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. საქმეში ფიგურირებს ყოფილი პროკურორო ოთარ ფარცხალაძეც. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდან. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.