ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაზომა.

გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

“კერძოდ, 2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 7 ოქტომბერს მხოლოდ  ქუთაისში აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება, ხოლო 8 ოქტომბერს  კი თბილისში ვარკეთილში დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,1-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება. PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან  გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ.  ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

იტვირთბა....