კომპანია RMG Copper-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ, რომელიც ამჟამად სხვა კომპანიებს ხელმძღვანელობს, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი 9 ოქტომბერს შესწირა.
ბალანჩივაძე 2017 წლიდან აღარ არის RMG Copper-ის აღმასრულებელი დირექტორი. ამ დროისათვის ის სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის, ბათუმში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “პრეზიდენტის” მეწილეა.
სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 8–9 ოქტომბერს, შემოწირულობის სახით, 353 757 ლარი მიიღო