ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს

თბილისის ზოოპარკი საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. ამის შესახხებ ინფორმაციას ზოოპარკი ავრცელებს.

“პროექტს ინიციატორები 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ. კამპანიასთან დაკავშირებით 11 და 12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ამავე აუდიტორიაში, თბილისის ზოოპარკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით, ჩატარდება კონფერეცია „სახეობათა კონსერვაცია და გარეული ცხოველების დაავადებები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მეცნიერები (ნიდერლანდები, იტალია), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, თბილისის ზოოპარკის მეცნიერ-თანამშრომლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ NACRES-ის ექსპერტები.

კამპანია „თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის“ (BIOFIN) ხელშეწყობით ხორციელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის ფინანსების მოძიება და საზოგადოების ჩართვა ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლების გადარჩენის პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, რაც სახეობის საბინადრო არეალის შესწავლას, ინდივიდების გამრავლებას და შემდგომ რეინტროდუქციას, ანუ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დაწყებულია დაობლებული ბელების რეაბილიტაციის პროექტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....