ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მესტიაში ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” კადრებს ასაჯაროებს, რომელიც მესტიაში 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობას ასახავს. ფალიანის ოჯახი ეჭვობს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახი სვანური წესებით გასამართლებით იმუქრება.

“ექვსივე მკვლელია. რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა“, – განაცხადა ლუკა ფალიანის დედამ.

შეგახსენებთ, ლუკა ფალიანი მესტიაში ზაფხულში მოკლეს. შინაგან საქმეთ სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ჰყავს. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა.

იტვირთბა....