დღეს სალომე ზურაბიშვილს პიარს ატარებენ ისეთი არგუმენტებით, რომ გაგეცინებათ. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. სასაცილოა, აბა რა არის. ერთმა ადამიანმა რომ დაიბრალოს, თუნდაც სააკაშვილმა. ხელმომწერი რუსეთის ჯარების გაყვანისა ვიყავი მე. რუსებმა მოითხოვეს კატეგორიულად, რომ მე არ ჩავსულიყავი ხელის მოსაწერად გარკვეული მიზეზების გამო, რომ ამას შემდეგ რევანშისტული დატვირთვა არ მისცემოდა და ჩემმა მოადგილემ მაშინდელმა, მამუკა გუდავამ მოაწერა ხელი, სოჩში ამ შეთანხმებას. სალომე ზურაბიშვილი იყო ნაწილი იმ შეთანხების, რაზეც მაშინ გუნდი მუშაობდა და რას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიყვანა ჯარი?”
ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.