ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საქალაქო სასამართლოს წინაშე დღეს “ომეგა ჯგუფის” ორი თანამშრომელი წარსდგა

დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე  „ომეგა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი გამოიკითხა. მათ შორის, BMW ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი.

ასევე გამოიკითხა დავით ფანქველაშვილიც. კითხვები ე.წ TBC ბანკის ეპიზოდთან დაკავშირებით დაისვა.

ალექსანდრე ხაჩიშვილმა განმარტა, რომ სწორედ მან განახორციელა ტრანზაქცია, რა დროსაც ბანკიდან ოთხამდე მილიონი ლარის ოდენობის თანხა გამოიტანა. მისი განცხადებით,პროცესს ესწრებოდა ლევან ყიფიანი და სწორედ სპორტის ყოფილი მინისტრის მითითებით ეს თანხა იმ ავტომობილში მსხდომებს გადასცა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ.

ადგილზე ყიფიანის ყოფნა დაადასტურა დავით ფანქველაშვილმაც.

„კითხვები, პირველ რიგში, TBC-ის ეპიზოდზე იყო. საუბარი შეეხო ასევე კომპანიის ფუნქციონირებას. კითხვებს ამომწურავად ვუპასუხე. ვისაუბრე ფულის გამოტანის მომენტზე. ასევე შემდეგ და მანამდე განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ფანქველაშვილმა.

 

იტვირთბა....