„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაცარ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,- განაცხადა რუსთავში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან, კერძოდ „ქართუდან“, მილიონი ლარი ისესხა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების მინიმუმ 10%-ს მიიღებს, უფლება აქვს, ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი მიიღოს.