სამზარეულოს ჭურჭლის ინტერნეტ ბაზარი ბოლო წლებში შესამჩნევად იზრდება და ამის ახსნა რამდენიმე ძირითადი მიზეზით შეიძლება. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ამ ტიპის პროდუქციის Amazon-იდან, Ebay-დან და სხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერის სირთულეს უჭირავს, რაც ძირითადად მაღალი წონის და დიდი სატრანსპორტო ხარჯებითაა გამოწვეული, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პროდუქციის შერჩევის სიმარტივე, იმ მომხმარებლების გამოცდილების გაცნობაა, რომელთაც უკვე შეიძინეს პროდუქცია და უფასო ადგილზე მიტანის სერვისს წარმოადგენს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ჭურჭლის განვადებით შეძენის შესაძლებლობაა, რაც განსაკუთრებით ამარტივებს შეძენის პროცესს. ჭურჭლის ონლაინ მაღაზიებში განსაკუთრებით მოთხოვნადია სხვადასხვა მასალის ქვაბების ნაკრები, რომლის ასორტიმენტიც, მწარმოებელი ქვეყნის, შემადგენლობის, ქვაბების ზომის და სხვა მახასიათებლების მიხედვით იყოფა.
ახლა, შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ არსებული ბაზარი და კულინარებს მოგცეთ მნიშვნელოვანი რჩევები როგორც ქვაბების არჩევაში, ისე განვადებით ან ფასდაკლებით შეძენაში დასახმარებლად. ქვაბებისა და ტაფების ნაკრებებს შორის გამორჩეულია შემდეგი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი: გრანიტი, ბიო გრანიტი, უჟანგავი ფოლადი, კერამიკა, ტეფლონი, ემალი…
ხოლო მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით მოთხოვნადია გერმანული, იტალიური და თურქული პროდუქცია. ყველაზე პოპულარულად და შესაბამისად, ყველაზე გამძლედ, იტალიური Dessini-ს გრანიტის და ბიო-გრანიტის ჭურჭელი ითვლება, რომელთა ფასი 200 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს, კომპლექტაციის მიხედვით. თუ რომელიმე მაღაზიაში ფასი ამ ნიშნულს აღემატება, მაშინ გირჩევთ მოძებნოთ სხვა შეთავაზებები, მითუმეტეს, რომ ამ ბრენდის პროდუქცია თითქმის ყველა ინტერნეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა შეგხვდეთ უფრო დაბალ ფასად წარმოდგენილი მოდელებიც და ამ შემთხვევაში, აუცილებლად იკითხეთ, რამდენ ფენიანია ქვაბების ნაკრები და რამდენად სქელი ძირი აქვს, ვინაიდან ხშირად, სხვადასხვა იმპორტიორი ცდილობს ამ მახასიათებლის შემცირებით დააგდოს წონა. შესაბამისად, ტრანსპორტირების ფასი და მომხმარებელს უფრო დაბალი ფასი, თუმცა უხარისხო პროდუქცია შესთავაზოს. იგივე ბრენდი და ასევე გერმანული Arshia წარმოდგენილია კერამიკის ქვაბების ნაკრებითაც. ამ მიმართულებით საინტერესოა, რომ კერამიკისგან დამზადებული ჭურჭელი ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა და ჯერ ეხლა იკავებს პოზიციებს, თუმცა მომხმარებელთა გამოცდილების მიხედვით, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ტეფლონისა და ემალის ქვაბებში არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა გირჩევთ ბაზარზე ცნობილი ბრენდების, იმავე Dessini-ს, Arshia-ს, Sofram-ის ან Prima Germany-ს პროდუქცია შეიძინოთ,დარჩეთ რა კმაყოფილი როგორც ფასით, ისე ხარისხით.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ-მაღაზიების უმრავლესობა, ზემოთ მოყვანილ პროდუქციაზე ძალიან ხშირად გვთავაზობს აქციებსა და ფასდაკლებებს, კერძოდ, გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თემატური შენაძენი (მაგ. ბლენდერი, ტოსტერი და ა.შ.) თითოეულ შენაძენზე.
რაც შეეხება განვადებით შეძენის პროცესს, აქ მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ რამდენიმე ფაქტორი: რამდენად მაღალია ჯამური გაძვირება, პროდუქტის პირდაპირ შეძენისა და საგანვადებო ფასებს შორის.
რამდენად სანდოა ინტერნეტ მაღაზია, რომელშიც შენაძენს აკეთებთ, როგორია მისი შეფასებები სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე და ა.შ. რომელი ბანკების ონლაინ-განვადების სერვისია წარმოდგენილი. როგორც წესი, რაც უფრო მეტი ბანკის მხარდაჭერას გთავაზობენ, მით უფრო სანდოა მაღაზია. ამომწურავად გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმ პროდუქტზე რომლის შეძენაც გსურთ, მათ შორის მოხმარების წესებზე და ა.შ. როგორია განვადების და უკან დაბრუნების, ასევე, ადგილზე მიტანის პირობები.
ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!