ქუთაისსა და ავსტრიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 11 ოქტომბერს დაიწყება.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანიაWizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისსშეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 საათზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსადა კვირას განხორციელდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანპირდაპირი ფრენები სრულდება.
11 ოქტომბერს 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიპირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავითაღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.