არჩევნები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ყველანი ვმოქმედებთ ისე, როგორც საქართველოს სჭირდება”

დღეს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთავში, ამომრჩევლებს შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა სოზარ სუბარიც:

“ჩვენ გვაქვს შანსი ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ის ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველანი ერთად, დარწმუნებულები ვართ, რასაც ვაჩვენებთ კიდევაც 28 ოქტომბერს. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი/ სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს – კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ როცა საქართველოს სჭირდება”. – განაცხადა სუბარიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

 

იტვირთბა....