ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა
„29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, – ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაია ოთინაშვილი ჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ.