არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შევიწყალებ ყველა მსჯავრდებულს, ვისაც სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია”

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, შეიწყალებს ყველას, ვინც რაღაც სასჯელს იხდის, ან უფლებები აქვს შეზღუდული ისეთი ქმედებისთვის, რომლითაც ზიანი სხვა ადამიანისთვის არ მიუყენებია.

„ეს პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკას ეხება. უამრავ ადამიანს, რომელიც დღეს დადის და პრობაციაზე ანაბეჭდს ტოვებს, თუ ხელს აწერს, ამის კეთება აღარ მოუწევს და მათ შორის, ბევრი შეზღუდული უფლება აღუდგებათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, თავდაცვა პრეზიდენტის პირდაპირი კომპეტენციაა და მას შეუძლია, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება გააუქმოს.

“ეს თანამდებობა იმისთვის მინდა, რომ ომი გავაჩაღო და ვიბრძოლო იმ იდეებისთვის, რისთვისაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. ვეტოს დავადებ ნებისმიერ კანონს, რომელიც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. ასეთი კი, კანონების უმრავლესობაა. მე პირადად წავალ პარლამენტში და საკუთარ ვეტოს 150 პარლამენტარის წინაშე დავიცავ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....