ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 140 კვ.მ. ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში 80 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგოროც “მეტრონომს” შინაგანას საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.