ახალი ამბები მთავარი ციტატა

გვარამია – ზურაბიშვილი მოღალატეა და მისი განცხადებები ფაშისტურ ელემენტებს ატარებს

“როგორ ამბობს ზურაბიშვილი? ორი და ორი ოთხიაო. ომი რომ რუსეთმა დაიწყო არის ფაშიზმი, ისევე როგორც 2 და 2 არის ოთხი. ამიტომ, ღალატი და რუსული ფაშიზმი ჩემთვის ერთი და იგივეა. სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებითა და ქცევით არის მოღალატე და მისი განცხადებები ატარებს ფაშისტურ ელემენტებს. ნახეთ, როგორ ექცევა ჟურნალისტებს. ასე, რომ ჩემთვის ეს არის 2 და 2 ოთხი. მე ამ ქვეყნის პატრიოტი და ბევრჯერ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა. არანაირად არ უნდა დავუშვათ მისი გაპრეზიდენტება, რადგან ის არის პუტინის პროექტი. მისი მხარდამჭერებიც უნდა ვამხილოთ ღალატის მხარდაჭერაში”, – ამის შესახებ “რუსთვი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

იტვირთბა....