ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეენკო – მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის მიუღებელია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის მიუღებელია მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები.

“წინასაარჩევნო პროცესში ყოველთვის იწევს ტემპერატურა, მაგრამ პიროვნებებზე შეხება, პროვოკაცია და მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის ცალსახად მიუღებელია. ყველა უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა და პიროვნული პიროვნულია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ფეისბუქ-სტატუსს ფაშისტური განცხადება უწოდა. 

იტვირთბა....