ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი სპორტი

“რონალდოს კიდევ ერთი მსხვერპლი გოგონა”: ადვოკატი აცხადებს, რომ მეორე დაზარალებული გამოჩნდა

პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს შესაძლოა კიდევ ერთი სკანდალი დაატყდეს თავს. მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ განელებულა 9 წლის წინათ მომხდარი ამბის მითქმა-მოთქმები, რომლის მიხედვითაც კრიშტიანოს კეტრინ მაიორგის გაუპატიურება ედება ბრალად, ახლა კიდევ ერთი ფაქტი გაჟღერდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL ავრცელებს.

მაიორგის ადვოკატის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა კიდევ ერთ გოგოს, რომელიც ამტკიცებს, რომ რონალდუსთან ჰქონდა ისეთივე ურთიერთობა და პრობლემები, როგორიც მის კლიენტს აქვს.

“მან ჰქონდა მსგავსი სამწუხარო გამოცდილება რონალდუსთან, როგორიც ჩემ კლიენტს” – განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც უარი თქვა მორიგი შესაძლო მსხვერლის იდენტიფიცირებაზე. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია მან უკვე გადასცა ლას-ვეგასის პოლიციას, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას, მოჰყვება შესამაბისი რეაგირება.

შეგახსენებთ, კრიშტიანოს წინააღმდეგ სკანდალი მაშინ აგორდა, როცა მან მადრიდის რეალი დატოვა და ტურინის იუვენტუსში გადავიდა. თავად რონალდო აცხადებს რომ უდანაშაულოა და მის მიმართ ასეთი კამპანია ყოფილი გუნდის პრეზიდენტისგან მოდის.

 

იტვირთბა....