სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
კარასინმა ქართველი პარტნიორები გააფრთხილა, რომ საერთშორისო არენაზე მათი ქმედებები ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს შეუქმნის საფრთხეს.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატო-ს სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.