ახალი ამბები მთავარი სამართალი

აქციის მონაწილეები საპატრულო ეკიპაჟის დასჯას მოითხოვენ

ბათუმი-სარფის გზაზე მოქალაქეები, რომლებიც ავარიის გამო, საპროტესტო აქციას მართავენ, დაღუპული მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს აპროტესტებენ. როგორ ისინი ამბობენ, მამაკაცი პატრულმა შემოწმების მიზნით გააჩერა, მძღოლი კი სამართალდამცავებს სთხოვდა გაშვებას, რადგან შეუძლოდ იყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დრო გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-სარფის საავტომობილო გზა პროტესტი ნიშნად გადაკეტეს. ისინი საპატრულო ეკიპაჟის დასჯას ითხოვენ.

შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. “მეტრონომი” დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ოპერატიულად გაავრცელებს შსს-ს პოზიციას.

იტვირთბა....