კრემლი ქოფიციალურ თბილისს აფრთხილებს, რომ “თბილისის არამეგობრული ქმედებები საერთაშორისო არენაზე საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზებას“. – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.
„თბილისი ჯერ კიდევ არ მოდის დიპლომატიური ურთიერთობებზე. ისინი საერთაშორისო არენაზე განაგრძობენ ჩვენ საწინააღმდეგო ქმედებებს და მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართულ მხარეს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.