ადგილობრივი ინდური მედია ადგილობრივი პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის ჯამუ და ქაშმირის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და ხევში გადაიჩეხა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საშუალოდ 400 ადამიანი იღუპება. ყოველწლიური მაჩვენებელი კი 150 ათასს აღწევს