“კურიერმა” კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა. ფარულ აუდიოჩანაწერში საუბარია, თუ როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება.
ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ხელისუფლებასთან მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ მიუტანია და საუბარია კიდევ უფრო დიდ თანხებზე.
ოქუაშვილი და ყიფიანი ათანხმებენ ამჯერად უკვე 4 მილიონი დოლარის მიტანის სქემას, როგორ უნდა გავიდეს თანხა ბანკიდან და როგორ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვდრის ორგანიზება.
ჩანაწერი, სავარაუდოდ, გაკეთებულია მას შემდეგ, რაც პირველი თანხა 4 მილიონი ლარი ფარცხალაძის მანქანით tbc-ბანკიდან უკვე გატანილია და ახლა ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება, ჩანაწერში ახალი ფიგურანტები გამოჩდნენ.