პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, მან ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ აგორებულ პიარი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.
„მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.