როგორც უოტერგეიტი იყო ამერიკაში, ისევე ომეგას საქმე ჩვენ გვაძლევს საშუალებას ღიად დავინახოთ, რომ “მეფე შიშველია”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მან შეაფასა “ომეგა ჯგუფის” საქმე და მედიაში გავრცელებული ჩანაწერები:
ეკონომიკურ -პოლიტიკური ელიტა ჩამოშლილია, გარყვნილია, ამორალურია. მას სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან მყიფე კავშირი აქვს.
ამ ჩანაწერების სკანდალი ისტორიული მნიშვნელობისაა. მე გამახსენდა ამერიკელი მწერლის კურტ ვონეგუტის სიტყვები: “მე ვარ მოქალაქე და ვარ ძალიან გაბრაზებული”. ამასვე ვიტყოდი, რომ ჩვენ, მოქალაქეები ვართ ძალიან გაბრაზებულები იმ სურათით, რაც დავინახეთ” – აღნიშნა ანა დოლიძემ.