“2018 წლის სექტემბერში, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა 53 ადამიანი დააკავეს”, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება.
“დამრღვევებიდან 41 ადამიანი დააჯარიმეს. 5 პირი გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან. 6 გააფრთხილეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ერთი დამრღვევის წინააღმდეგ აღიძრა. საერთო ჯამში, ჯარიმის სახით, დამრღვევებმა, სახელმწიფო ბიუჯეტში 142 ათასი რუბლი გადაიხადეს”, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში აცხადებენ, გასულ თვეში, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 56 ადამიანი დააკავეს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე