ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანი-ნაძალადევის რაიონში წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, სამსახურში, ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება.

ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.

“ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი”- აცხადებენ სამსახურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვნობითვე, ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი – სამგორის რაიონში.

2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.

ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.

იტვირთბა....