aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არეშიძე – რუსეთს ომის დაწყებისა და ლუგარის ლაბორატორიის დაბომბვის რესურსი არ გააჩნია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორია ხიფათისშემცველია. ლუგარის ლაბორატორიაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოხდა სოლსბერიში. დასავლეთმა სულ მცირე ორ შემთხვევაში ეჭვი მიიტანა, რუსეთის ჩართულობით, ქიმიური იარაღის დამზადებაში –  ეს არის სოლსბერის შემთხვევა და მეორე სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება, – ამის შესახებ “მეტრონომს” კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

არეშიძის განცხადებით, რამოდენიმე წლის წინ საერთაშორისო წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და ამ კომისიის წევრები რუსებიც იყვნენ.

“რუსეთს სანქციები დაწესებული აქვს, ხოლო პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შედეგად ეცემა. რუსეთში საპენსიო რეფორმის გამო, ისეთი სიტუაციაა შექმნილი, მაგას ომით ვერ გადაფარავ. ლუგარის ლაბორატორიის თემას რაც შეეხება, ეგ ახალი არ არის. რუსულ მედიასა და პოლიტიკურ ელიტაში ამ თემაზე ხშირად ლაპარაკობენ, როგორც რუსეთის საზღვართან არსებულ საფრთხისშემცველ ობიექტზე.

თუმცა, ასევე საუბრობენ ამავე ტიპის ლაბორატორიაზე, რომელიც უკრაინასა და ყირგიზეთშია. ლუგარის ლაბორატორია  რუსეთთან ფიზიკურად ყყველაზე ახლოსაა. მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორია ხიფათისშემცველია. ლუგარის ლაბორატორიაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოხდა სოლსბერიში. დასავლეთმა სულ მცირე ორ შემთხვევაში ეჭვი მიიტანა, რუსეთის ჩართულობით, ქიმიური იარაღის დამზადებაში –  ეს არის სოლსბერის შემთხვევა და მეორე სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ თავადაც შეტევაზე გადასულიყო და ამისთვის ლუგარის ლაბორატორიის თემის გააქტიურება დაჭირდა.

თუმცა, ეს ომის მიზეზი ვერ გახდება. რუსეთს დღეს არ აქვს იმის რესურსი, რომ ომის გააჩაღოს კავკასიაში ან ლუგარის ლაბორატორია წერტილოვნად დაბომბოს. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ რამოდენიმე წლის წინ საერთაშორისო წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და ამ კომისიის წევრები რუსებიც იყვნენ. თუმცა, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ომის საფრთხე მაღალი არ არის”, – განაცხადა არეშიძემ.

რუსეთი საქართველოს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტები მოიპოვეს.

დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ პათოგენებს ამუშავებენ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე, რადგან რუსეთს ეს საკითხი აწუხებს, ვინაიდან ლაბორატორია რუსეთის ტერიტორიასთან მეზობელ ქვეყანაშია.

“უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.

ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმო მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას, გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, <ანტიბიოტიკორეზისტენტობის დიფთერიისა სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით. საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....