ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყიფიანი იქამდე მიიყვანეს, რომ რაღაც გაუგონარ სისულელეს ალაპარაკებენ”

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის კომენტარს აფასებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ლევან ყიფიანი არის სისტემისგან განადგურებული ადამიანი.

უგულავას თქმით, მასში ლევან ყიფიანიც და ზაზა ოქუაშვილიც აბსოლუტურად ნულოვან სიმპათიას იწვევს.

„გუშინ რასაც ჩვენ ვუყურეთ, როგორი გამომეტყველებაც ჰქონდა ყიფიანს, სწორად გამიგეთ რას ვადარებ, ეს იყო განადგურებული ადამიანი. ეს ადამიანი ახლა არის სისტემისგან განადგურებული. აბოლუტურად ნულოვან სიმპათიას იწვევს ეგეც, ოქუაშვილიც, რადგან ჩვეულებრივად მაფიური გარჩევის წევრები იყვნენ, მაგრამ ორივეს უფლება უნდა დავიცვათ, ორივეს გვერდით უნდა დავუდგეთ. მაგრამ ახლა სხვა რამეს ვამბობ, ყიფიანი ასე დაჩაგრა სისტემამ. არ მოგვწონდა მაშინ, როდესაც სისტემა ჩაგრავდა. სისტემისგან განადგურებული ბევრი ადამიანი იყო.

ლევან ყიფიანი იქამდე მიიყვანეს, რომ რაღაც გაუგონარ სისულელეს ალაპარაკებენ. ეს არის პრობლემა და აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ – მარტო ხელისუფლების ცვლილება სამართლიანობის დამკვიდრებას, სამართლიანი წესების დამკვიდრებას არ იწვევს, რადგან ამაზე დიდი ცვლილება ვერ მოხდება საქართველოში. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ რეპრესიული სისტემა ისევ ადგილზეა, ცოტა ვეგეტარიანული გახდა რაღაც თვალსაზრისით. განსხვავება ისაა, რომ წერტილოვანი გახდა, რაც უფრო დრომ მოიტანა. დრო თავის კორექტივებს ახდენს, ეს არ მოუტანია ივანიშვილს. რა ადამიანზე ორიენტირებული არიან, ყიფიანზეა ორიენტირებული მთავრობა, რაც გუშინ ვიხილეთ?! გაუბედურებული, განადგურებული ადამიანი, დაშლილი ადამიანი, რომელიც რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა. ეს არის ადამიანზე ორიენტირებული სისტემა?! ძალადობა არასდროს არის კარგი. ნახეთ, როგორ გადაადგილდება ეს ფარცხალაძე, კადიროვივით გადაადგილდება ქუჩაში, 30 მანქანით, შავი ჯიპებით, ავტომატებით. ვინ? ბოტასების ქურდი!“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

იტვირთბა....