არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელ ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს, – ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დატვირთული საარჩევნო კამპანიისა და რეგიონებში შეხვედრების გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე დღემდე პასუხის გაცემა.

მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის გთვლიდით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად.

დადგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს“, – წერს გრიგოლ ვაშაძე „ფეისბუქზე“.

იტვირთბა....