ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხის №18 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, 1972 წელს დაბადებულ ბრალდებულთან,  N8 დაწესებულებაში, 1-ელ ოქტომბერს მედპერსონალი გამოიძახეს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულების მედპერსონალის მიერ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, თუმცა სამწუხაროდ ბრალდებული მათ მოსვლამდე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადაყვანილ იქნა და მკურნალობდა შპს არქიმედეს კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”- განუცხადეს “მეტრონომს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

იტვირთბა....