ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსუფაშვილი: “ლევან ყიფიანის განცხადება ცეცხლზე ნავთის დაასხმაა”

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ლევან  ყიფიანის განცხადებებს ეხამურება და აცხადებს, რომ  ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა კიდევ უფრო ნათელი გახდა

​„ყიფიანის განცხადების იმ ნაწილმა, “რომ მე რაღაც შოუში ვმონაწილეობდი და სპექტაკლი დავდგით ერთად ოქუაშვილთანო,” მხოლოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა და შეამცირა ნდობა საჯარო ინსტიტუტებისადმი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი ამბობდეს იმას, რომ ამ ტიპის სპექტაკლებში მონაწილეობდა და სჯეროდეს იმის რომ მოსახლეობა ამას დაიჯერებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ხელისუფლება სწრაფადაა შესაცვლელი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, ზაზა ოქუაშვილს ის ჩანაწერების გაკეთებასა და მოპოვებაში ეხმარებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები საზღვარგარეთ პარტნიორების დასარწმუნებლად სჭირდებოდა.

იტვირთბა....