პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტარს ავრცელებს.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა ძალიან მძიმე იყო კადრებისა და ინტერვიუს მოსმენა.
მისი თქმით, სპორტის ყოფილმა მინისტრის განცხადებებმა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
„მისმა ინტერვიუმ უფრო მეტი კითხვა გააჩინა და გაზარდა ვიდრე მოხსნა საზოგადოებაში კითხვები, ბევრი სხვა ფიგურანტიც მონაწილეობს ამ საქმეში და ისმის კითხვა – ყველა ამ თამაშში მონაწილეობდა?“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამ საქმეზე ნებისმიერი ვერსია მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, მორალურად მიუღებელია და სახელმწიფოსთვის დამანგრეველია.