ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წითელი ჯვარი მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ასაჯაროვებს

სამი შვილი დედა, სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. მან ცხინვალის იზოლატორში უკვე 6 დღე გაატარა. დაკავებული წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს თუმცა დეტალურ ინფორმაციას გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისია არ ავრცელებს.

როგორც ”წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ეს მისიის მუშაობის პრინციპია და მომდინარეობს იქიდან რომ არ მოხდეს დაკავებულების ოჯახის ინტერესების შელახვა.

„წითელი ჯვრისა საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქალბატონო მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში. ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით  მის ოჯახს და მოვუყევით ვიზიტის დეტალების შესახებ. ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია, ჩვენ უშუალოდ ოჯახებთან გვაქვს ხოლმე ურთიერთობა და არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებას იმის შესახებ თუ რა ვნახეთ, ან რა მდგომარეობაშია თავისუფლება აღკვეთილი პირი. ეს რა თქმა უნდა მათი ღირსების, ამ ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით ხდება,“-განაცხადა მაია ქარდავამ.

იტვირთბა....