ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი და თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს დამნაშავეა თუ შეშინებული”

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყიფიანი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი და ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაც ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში.

ფოფხაძის თქმით, პირადად მისთვის ლევან ყიფიანის ემოციური მდგომარეობა არაფის განმსაზღვრელი არ არის და მნიშვნელოვანია ფაქტობრივად დადგინდეს, თუ რასათან გვაქვას საქმე რეალურად.

„გუშინდელი განცხადებებისა და გაურკვეველი ჩანაწერების ფონზე უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცეს და არ იყოს ჭორაობის დონეზე. უნდა გავიგოთ ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ არის დამნაშავე და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. არსებული ინფორმაციები ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, პირად შთაბეჭდილებებზე კი ვერაფერს ვიტყვი“ , – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა. ამასთან, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა.

იტვირთბა....