ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “ზაზა ოქუაშვილის ვერსიას ლევან ყიფიანი თავდაყირა აყენებს”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს,.

ბესელიას თქმით, ახალა მით უფრო საჭირო ხდება საქმის გამოძიება და ოქუაშვილმა პირველი რაც უნდა გააკეთოს, არის გამოძიებასთან თანამშრომლობა.

„წინასწარი დასკვნის გაკეთება მხოლოდ სულსწრაფობაა, რეალობის დადგენას უშლის ხელს და ჩანს პოლიტიკური ინტერესი. თუკი საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ გამოძიებამ იმუშაოს ობიექტურად და მას ამის შესაძლებლობა მიეცეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნამდვილია თუ გაყალბებული ჩანაწერები, ვის ეკუთვნის და რა მოხდა. ამ ყველაფრის გარეშე ყველა შეფასება არის სუბიექტური. ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მეტად ითხოვს გამოძიების სწრაფად ჩატარებას. პირადად მე, ფაქტად არავის ნათქვამს არ ვიღებ, მით უფრო ფაქტად არ ვიღებ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც არავინ არ იცის ვინ ჩაწერა, რეალურია თუ არა. მე იმ ადამიანების უფრო მიკვირს, ვინც ამას ფაქტად იღებს და დასკვნებს გაუგებარ ჩანაწერებზე აკეთებს“- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია.

 

იტვირთბა....