ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანის მერვე დაწესებულებაში ორი პატიმარი ორი კვირაა შიმშილობს

გლდანის მერვე დაწესებულებაში უკვე ორი კვირაა ორი პატიმარი შიმშილობს. დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური ციხეში სახალხო დამცველის და უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას შესვლას და სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

ადვოკატი ამბობს, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან უფლებადამცველის ინფორმაციით, შიმშილობის გარდა, ისინი პროტესტის ნიშნად ლითონის სხვადასხვა საგნებს ყლაპავენ და მათ ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ.

იტვირთბა....