ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორთვიანი პატიმრობის შემდეგ 52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ორთვიანი პატიმრობის შემდეგ 52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აპარატში აცხადებენ.

„ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს შეატყობინებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

ზაურ გურჩიანის ოჯახი დიდ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და სოზარ სუბარს, რომლებმაც პირველივე წუთებიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა ზაურ გურჩიანი საკუთარ ოჯახს უვნებლად დაბრუნებოდა“, – აცხადებენ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აპარატში.

 

იტვირთბა....